10 მიზეზი თუ რატომ უნდა გახდე ბორტგამყოლი

10 Reasons to be a Flight Attendant

10 Reasons to be a Flight Attendant 

ყველას აინტერესებს თუ როგორია იყო ბორტგამყოლი… ყველასთვის ე.წ. გლამურული პროფესია არც ისეთი ადვილია, მას აქვს თავისი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები. ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ალბათ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაა. არასოდეს იცი როდის ამოვა მგზავრი, რომელიც უხეშად მოგმართავს, ან როდის დაიწყება ტურბულენტობა, როდის დაიკარგები რომელიმე აეროპორტის “დუთი ფრიში” და არასდროს იცი დაბრუნდები თუ არა უვნებელი სახლში. თუმცა აქ დადებით მხარეებზე გავამახვილებ ყურადღებას.

10 Reasons to be a Flight Attendant

10 მიზეზი თუ რატომ ღირს გახდე ბორტგამყოლი.

1) ყველა სხვა სამსახურისგან განსხვავებით გაქვს მეტი თავისუფალი დრო. შეიძლება დილით 5 საათზე მოგიწიოს გაღვიძება და ამის შემდეგ სამსარეობრივი მოვალეობა ~14 საათი გაგრძელდეს, თუმცა მიუხედავად ამისა ბრუნდები სახლში და შემდეგ რამდენიმე დღე ისვენებ. უფრო ზუსტად ვიტყვი, რომ თვის განმავლობაში გაქვს 10-14 დღე თავისუფალი.

10 Reasons to be a Flight Attendant

2) უფასო ავიაბილეთები. რა შეიძლება იყოს უკეთესი იმაზე, რომ შეგიძლია წახვიდე ნებისმიერ ქვეყანაში ისე რომ არ გადაიხადო ფრენის საფასური და თანაც თავი ისე იგრძნო ბორტზე, როგორც საკუთარ სახლში. P.S. უფასო ბილეთები ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.

3) 100% დაზღვევის პაკეტი, რომელშიც ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად შედის, ფიტნესზე და საცურაო აუზზე ფასდაკლება, და ასევე შეგიძლია ისარგებლო სილამაზის სალონის ნებისმიერი მომსახურებით საკმაოდ კარგი “დისქაუნთით”.

4) დატბკი მრავალფეროვნებით. ყოველი ახალი დღე ახალი თავგადასავალია

5) შეხვდი ახალ ადამინებს, მათ შორის უამრავ ცნობილ ადამიანს.

10 Reasons to be a Flight Attendant10 Reasons to be a Flight Attendant

10 Reasons to be a Flight Attendant

5) ისწავლე სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება. შეიძლება სამსახურის შემდეგ სახლში ყველანაირი ენერგიისა და ემოციებისგან გაცლილი დაბრუნდე და დაიძინო, თუმცა მეორე დღეს გაიგვიძო და მიხვდე რომ შენს ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაშალე და რაღაც ახალი ისწავლე და ნახე.

6) იგრძენი თავი დამოუკიდებლად. გყავს მხოლოდ შენი თავი რომელსაც შეიძლება ბოლომდე ენდო, არასდროს არ იცი ვინ როგორ მოგექცევა . ამიტომ იყავი მზად ყველაფრისთვის.

7) ისწავლე იყო პასუხისმგებლუნარიანი. არაფერი არ არის პასუხისმგებლობაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ პროფესიაში, რადგან შენმა უპასუხისმგებლობამ შეიძლება სხვას ზიანი მიაყენოს და უარეს შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეც შეიწიროს.

8) იგრძენი თავი ამაყად, მითუმეტეს მაშინ როდესაც ეხმარები მგზავრებს დაძლიონ ფრენის შიში, ან მათ ვისაც არ შეუძლიათ ადვილად გადაადგილდნენ და დასხდნენ თავიანთ ადგილებზე , ან პატარა ბავშვებს რომლებსაც უფროსების გარეშე უწევთ მგზავრობა და ა.შ.

9) იყავი თავდაჯერებული. რაც უფრო გჯერა საკუთარი თავის, მით უფრო ადვილია გაუმკლავდე ნებისმიერ სიტუაციას.
10) ნახე მსოფლიო. ეს მიზეზი ბოლოსთვის შემოვინახე, რადგან ალბათ ეს არის მთავარი მიზეზი რისთვისაც ღირს იმუშავო ბორტგამყოლად. შენ გაქვს საშუალება ნახო მსოფლიო, გაეცნო უამრავის ქვეყნის კულტურას და ნახო სხვადასხვა წარმომავლობის აადამიანი.

10 Reasons to be a Flight Attendant
10 Reasons to be a Flight Attendant

10 Reasons to be a Flight Attendant

Leave a comment