ფოტოზე როლანდ დე ფაუ და მისტიკური ვილა სადაც ტრაგედია დატრიალდა
ამ ამბიდან, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ავბედითი სახლი, ახალგაზრდა წყვილმა იყიდა. ჯორჯ და ქეით ლუტცები რატომღაც, საერთოდ არ შეუშინდნენ ვილის ტრაგიკულ წარულს და პატარა ბავშვებთან ერთად, არხეინად დასახლდნენ ახალ სახლში. თუმცა, ახალმა მფლობელებმა ჩემოდნების ამოლაგებაც ვერ მოასწრეს, რომ სახლში უცნაური მოვლენები დაიწყო. ღამღამობით კარ-ფანჯრების ხმაურს, თან ერთვოდა აშმორებული ხორცის აუტანელი სუნი, რომელიც დროდადრო დგებოდა სახლში და მფლობელებს იქ გაჩერებას ჯოჯოხეთად უქცევდა.
შეწუხებულმა სახლის მფლობელებმა, გადაწყვიტეს ოჯახის მეგობარი მამა რაფაელი მოეწვიათ სიტუაციაში გასარკვევად. თუმცა მღვდელმა შუა გზაზე მიატოვა საკუთარი საქმე და სასწრაფოდ დატოვა სახლი. წასვლის მიზეზი კი კატეგორიულად ვერ ახსნა. სახლში კი უცნაური მოვლენები გრძელდებოდა. კედლის ნაპრალებიდან უამრავი მწერი მოძვრებოდა. კერამიკის და თიხის ნივთები, მომენტალურდ იღებდა შავ ფერს. მოკლე ხანში, ოჯახის უმცროსმა წევრმა მეისიმ მტკიცება დაიწყო, რომ დაუმეგობრდა პატარა გოგონას სახელდა ჯოდის, რომელთანაც ღამ-ღამობით თამაშობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯოდი სახლის მფლობელი დე ფაუს ოჯახის ერთ-ერთი შვილი იყო, რომელიც საბედისწერო ნოემბრის ღამეს დაიღუპა. ლუტცების ოჯახმა ამდენს ვერ გაუძლო და საცხოვრებლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
1976 წლის თებერვალში, ამიტვილის ვილა ეზოთერიკოსების და ექსტრასენსების ინტერესისა და კვლევის საგნად იქცა. თუმცაღა მოგვიანებით, სტივენ ქალანმა ამერიკის პარაფსიქოლოგთა ასოციაციის დირექტორმა, დამაჯერებლად უარყო ზემოთ ხსენებული ფაქტების რეალურობა, იმ მოსაზრებით რომ ფაქტები ფაბრიკაციის შედეგია. 2010 წელს ამიტვილის ვილა, 1,150 მილიონ დოლარად იქნა შეფასებული აუქციონზე. იგი გაიყიდა, თუმცა მფლობელის ვინაობა დღემდე უცნობია.