მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მაისის თვეში აქტუალური გახდება ფინანსური საკითხები. თვის პირველ ნახევარში მიიღებთ აწონილ გადაწყვეტილებას, დაგეგმავთ ფინანსურ თემებს. ზოგადად წარმატება თან გდევთ მატერიალური საკითხების მოგვარებისას. თუმცა მოერიდეთ სწრაფი და მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებას. თვის მეორე ნახევარში გელოდებათ მეტი ფლირტი და სასიამოვნო ურთიერთობა, მოიმატებს ხანმოკლე მოგზაურობის, გადაადგილების, ახალი მეგობრული და რომანტიკული ნაცნობობის ალბათობა.

ხელსაყრელი დღეები:6, 7, 16, 17, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები:1, 14, 15, 21, 22, 27, 28.
კურო
მაისის განმავლობაში მოიმატებს სასიცოცხლო ძალები, გაგიჭირდებათ ერთ ადგილას გაჩერება, გაგიჩნდებათ ახალი იდეები, რომელთა რეალიზებას მოისურვებთ დაუყონებლივ. თვის პირველ ნახევარში წარმატება თან გდევთ სხვადასხვა წამოწყებებში, განსაკუთრებით პირად ფრონტზე. შესანიშნავი დროა ჩაცმის და ვარცხნილობის სტილის შესაცვლელად. თვის მეორე ნახევარში ახალი სურვილები და გეგმები გაგიჩნდებათ ფინანსურ სფეროში. ხელსაყრელი დროა შემოსავლის ახალი წყაროს მოსაძებნად.

ხელსაყრელი დღეები: 1, 9, 10, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები:2, 3, 16, 17, 23, 24, 29, 30.

ტყუპები
თვის პირველი ნახევარი ნაკლებად ხელსაყრელია, რადგან მოიკლებს თქვენი ენერგია და გაგიჩნდებათ განმარტოების სურვილი. ამ პერიოდში ბევრის მოლოდინი არ გქონდეთ. დაკავდით თვითგანვითარებით, მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, რელაქსაციას, დროის მშვიდად გატარებას. მოერიდეთ სტრესებს და გადაღლილობას.
თვის მეორე ნახევარში გაიზრდება ცნობისმოყვარეობა, ასევე ურთიერთობისკენ სწრაფვა. დიდი ენერგია არ გექნებათ, ამიტომ მოერიდეთ დაპირებების გაცემას. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას.
ხელსაყრელი დღეები: 2, 3, 11, 12, 21, 22, 29, 30.
არახელსაყრელი დღეები:4, 5, 19, 20, 25, 26, 31.
კირჩხიბი
თვის პირველ ნახევარში გაგიჩნდებათ ბევრი გეგმა და საინტერესო იდეა, ამასთან მაისში შეძლებთ მათ რეალიზებასაც. პროექტებს ხანგრძლივი დროით ნუ გადადებთ. დაიწყეთ ოცნებების განხორციელება თვის დასაწყისიდანვე, რადგან ბედი თქვენ მხარესაა. თვის მეორე ნახევარში უფრო მეტად საკუთარი თავის იმედი იქონიეთ, მოგიწევთ მარტო მუშაობა. მაისში გელოდებათ ახალი მეგობრული ნაცნობობა, იპოვით თანამოაზრეებს. თვის მეორე ნახევარში თავისუფალი დრო განმარტოებულ დასვენებას დაუთმეთ.

ხელსაყრელი დღეები:4, 5, 14, 15, 23, 24, 31.

არახელსაყრელი დღეები:1, 6, 7, 21, 22, 27, 28.

ლომი
გაგიჩნდებათ ძლიერი მისწრაფება მიზნების მიღწევისკენ. თვის პირველ ნახევარში კარგად დაფიქრდით სამომავლო მოქმედებებზე. არ გადადოთ ჩანაფიქრების რეალიზება, რადგან წარმატება მიზნის მიღწევისას სწორედ ამ დროს არის შესაძლებელი. თვის მეორე ნახევარი დაუთმეთ მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობას. მოსალოდნელია ურთიერთობის წრის გაზრდა, ახალი ინტერესების და გატაცების გაჩენა.

ხელსაყრელი დღეები:6, 7, 16, 17, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები:2, 3, 9, 10, 23, 24, 29, 30.

ქალწული
პლანეტათა განლაგება ხელს უწყობს ახალი ცოდნის და შთაბეჭდილების მიღებისკენ სწრაფვას. შესანიშნავი დროა სწავლის, თვალსაწიერის გაფართოების, მოგზაურობისთვის. თქვენ წინაშე გადაიშლება ახალი პერსპექტივები, მომხიბვლელი შესაძლებლობა. თვის მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ ახალი ცხოვრებისეული მიზანი. თუმცა ჯერ აუცილებელია სათანადო ცოდნის და გამოცდილების მიღება, შემდეგ საქმის დაწყება.

ხელსაყრელი დღეები:1, 9, 10, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები:4, 5, 11, 12, 25, 26, 31.

სასწორი
თვის განმავლობაში გაგიჩნდებათ ძლიერი მიდრეკილება რისკის, ავანტიურული საქციელისკენ. მოერიდეთ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას. მხოლოდ კარგად მოფიქრებული სარისკო ნაბიჯები გადადგით, წინააღმდეგ შემთხვევაში დანაკარგების ალბათობა მეტად მაღალი იქნება. თვის პირველ ნახევარში გაიზრდება ინტერესი ინტიმური ურთიერთობისკენ, გაგიჩნდებათ ცხოვრების შეცვლის სურვილი, განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროში. თვის მეორე ნახევარში გაძლიერდება თავგადასავლებისკენ სწრაფვა. ხელსაყრელი პერიოდია ნებისმიერი იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 2, 3, 11, 12, 21, 22, 29, 30.

არახელსაყრელი დღეები:1, 6, 7, 14, 15, 27, 28.

მორიელი
მაისის განმავლობაში ტიპიური მორიელები გააქტიურდებიან პირადულ და საქმიან ურთიერთობებში. თვის პირველ ნახევარში გაგიჩნდებათ სწრაფვა ჰარმონიის, არსებული პრობლემების განხილვის სურვილი. საერთო ინტერესების არსებობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პირადულ ურთიერთობას. მარტოხელა მორიელებს ელოდებათ ახალი ნაცნობობა. თვის მეორე ნახევარში პირველ პლანზე გადმოვა ვალებს, კრედიტებს და გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები. მოსალოდნელია სასამართლო პროცესში მონაწილეობაც.

ხელსაყრელი დღეები:4, 5, 14, 15, 23, 24, 31.

არახელსაყრელი დღეები:2, 3, 9, 10, 16, 17, 29, 30.

მშვილდოსანი

თვის განმავლობაში აქტუალური გახდება ურთიერთობა კოლეგებთან და ხელქვეითებთან, ის უფრო პირდაპირი იქნება. ეცადეთ ხშირად წახვიდეთ კომპრომისებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირობა კამათს გამოიწვევს. თუ უმუშევარი ხართ, შეგიძლიათ აქტიურად მოიძიოთ შესაფერისი ვაკანსია, განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში. თვის მეორე ნახევარში მეტ ყურადღებას მოითხოვს პირადული ურთიერთობები. მარტოხელა მშვილდოსნებს ელოდებათ ახალი ნაცნობობა, რომანი.

ხელსაყრელი დღეები: 6, 7, 16, 17, 25, 26.

არახელსაყრელი დღეები: 4, 5, 11, 12, 19, 20, 31.

თხის რქა

გაგიჩნდებათ სწრაფვა დასვენების და გართობისკენ. შესანიშნავი პერიოდია აქტიური დასვენების, სპორტით დაკავებისთვის, სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის. მოსალოდნელია კონკურსში გამარჯვება. თვის პირველი ნახევარი ხელსაყრელია წვეულების, რომანტიკული შეხვედრის და ახალი ნაცნობობისთვის. უფრო მეტად მიიპყრობთ საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. თვის მეორე ნახევარში იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. სუფთა ჰაერზე სეირნობა, დაგეგმილი სამედიცინო შემოწმება დაგეხმარებათ დაავადების თავიდან აცილებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ხელსაყრელი დღეები:1, 9, 10, 19, 20, 27, 28.

არახელსაყრელი დღეები:6, 7, 14, 15, 21, 22.

მერწყული
თვის განმავლობაში მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ სახლს, ოჯახს. დაკავდით ყოფითი საქმეებით, რემონტით, მოინახულეთ ახლო ნათესავები.

კარგი დროა ჩახლართული და ბუნდოვანი ოჯახური სიტუაციების გასარკვევად, რომელიც დაკავშირებულია სახლს, უძრავ ქონებას, მემკვიდრეობასთან. ხელსაყრელი დროა დასვენების და გართობისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო რომანტიკული ნაცნობობა.

ხელსაყრელი დღეები:2, 3, 11, 12, 21, 22, 29, 30.

არახელსაყრელი დღეები: 9, 10, 16, 17, 23, 24.

თევზები

მაისში გელოდებათ ბევრი მოგზაურობა, გარემოება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყანაში ან ქალაქში ხშირ გადაადგილებას, განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარში შემცირდება მოგზაურობის რაოდენობა, უფრო მეტ დროს გაატარებთ სახლში. მეტი ყურადღება დაუთმეთ შიდა ოჯახურ საქმეებს, მოაწესრიგეთ სახლი, გახადეთ ის უფრო კომფორტული. ხელსაყრელი დროა სტუმრების მისაღებად და ნათესავების მოსანახულებლად

ხელსაყრელი დღეები: 4, 5, 14, 15, 23, 24, 31.

არახელსაყრელი დღეები:11, 12, 19, 20, 25, 26.

Leave a comment